პარლამენტს ელჩების კანდიდატურები წარუდგინა - კვირის პალიტრა

პარლამენტს ელჩების კანდიდატურები წარუდგინა

საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით ევროსაბჭოში საქართველოს ელჩად მამუკა ჟღენტი დაინიშნება, აზერბაიჯანში ქართულ დიპლომატიურ კორპუსს თეიმურაზ

შარაშენიძე უხელმძღვანელებს, ევროსაბჭოში საქართველოს წარმომადგენელი ზურაბ ჭიაბერაშვილი შვეიცარიაში გააგრძელებს მუშაობას, ბრაზილიის ელჩი ოთარ ბერძენიშვილი იქნება, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ნალბანდოვი სლოვაკეთში საქართველოს  საელჩოს უხელმძღვანელებს, ეგვიპტეში დიპლომატიური წარმომადგენელი არჩილ ძულიაშვილი იქნება, ელჩებად დაინიშნებიან მექსიკაში - მალხაზ მიქელაძე, პორტუგალიაში - გიორგი გორგილაძე, შვედეთის სამეფოში ქართული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელი კოტე ქავთარაძე, პოლონეთში კი ნიკო ნიკოლოზიშვილი იქნება.

აღსანიშნავია, რომ სომხეთში საქართველოს ელჩად დაინიშნება ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი თენგიზ შარმანაშვილი.