პრეზიდენტმა ზურაბ ნოღაიდელს თანაპარტიელები ფულის გათეთრებაში ადანაშაულებენ - კვირის პალიტრა

პრეზიდენტმა ზურაბ ნოღაიდელს თანაპარტიელები ფულის გათეთრებაში ადანაშაულებენ

"მოძრაობა -„სამართლიანი საქართველოსთვის" საბურთალოს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ნატო ხოხიაშვილი ზურაბ ნოღაიდელს ხელისუფლების აგენტობაში ადანაშაულებს.

მისი თქმით, მაისის არჩევნებში ზურაბ ნოღაიდელს ეროვნული საბჭოს კანდიდატების - ზვიად ძიძიგურისა და კობა დავითაშვილის გამარჯვება არ სურდა. წინასაარჩევნო კამპანია მან სწორედ ამის გამო არ დააფინანსა.

"ზურაბ ნოღაიდელმა 5 მაისს რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან გამართულ თათბირზე პირდაპირ განაცხადა, - იმ არჩევნებს, რომლის შედეგადაც ზვიად ძიძიგური ქალაქის მერი უნდა გახდეს და კობა დავითაშვილი საკრებულოს თავმჯდომარე, არ დავაფინანსებო. ნოღაიდელმა თავისი ქმედებებით რაიონებში ოპოზიციური მოძრაობები დაშალა. ოპოზიციის ლიდერებს კი ხალხთან გამოსაჩენი პირი დაუკარგა", - განაცხადა ხოხიაშვილმა.

ნატო ხოხიაშვილი ზურაბ ნოღაიდელის იმ ბრალდებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, რაიონული ორგანიზაციების ის ხელმძღვანელები, რომლებიც ნოღაიდელის გადაყენების მიზნით პარტიის რიგგარეშე ყრილობის მოწვევას ითხოვენ, მერაბიშვილის აგენტები არიან.

„"მის ფულს რომ ვათეთრებდით და სხვადასხვა ანგარიშზე ვრიცხავდით, მაშინ ხომ ვიყავით მისი პარტიის წევრები და მოვწონდით? ვითხოვთ ფინანსურ დოკუმენტაციას, ამ ხნის განმავლობაში რა ფული გვათეთრებინა ნოღაიდელმა და სად წაიღო დონორი ორგანიზაციებისგან გადმორიცხული მილიონობით ლარი, რომელიც პროგრამას„"კარდაკარ" უნდა მოხმარებოდა", - აღნიშნა  ხოხიაშვილმა.