თბილისი ავიაკატასტროფას გადაურჩა - კვირის პალიტრა

თბილისი ავიაკატასტროფას გადაურჩა

თბილისის აეროპორტიდან აფრენილ "ლუფტჰანზას" თვითმფრინავს, რომელიც თბილისი-მიუნჰენის რეისს ასრულებდა, პრობლემები შეექმნა. ოფიციალური ვერსიით,

სალონში წნევის მარეგულირებელი ხელსაწყო გამოვიდა მწყობრიდან. თვითმფრინავმა თბილისის თავზე 45 წუთის განმავლობაში იფრინა და ბოლოს, აეროპორტში დაშვება შეძლო.

"ლუფტჰანზას" წარმომადგენლების მტკიცებით, თვითმფრინავს კატასტროფა არ ემუქრებოდა, თუმცა ექსპერტთა განმარტებით, ტრაგედია სავსებით რეალური იყო.

თვითმფრინავით მგზავრობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, რომელმაც ამ ინციდენტის გამო საქართველო-ევროსაბჭოს მეთერთმეტე სხდომაზე დასწრება ვერ შეძლო.