დედაქალაქში სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობა არ გაძვირდება - კვირის პალიტრა

დედაქალაქში სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობა არ გაძვირდება

თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის აკაკი ჯოხაძის მტკიცებით, დედაქალაქში სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის საფასური არ გაიზრდება.

დედაქალაქის მერიამ სამარშრუტო გადამზიდავების გამოსავლენად ტენდერი გამოაცხადა, რომლის შედეგადაც თბილისში სამარშრუტო ტაქსების რაოდენობა 300-ით გაიზრდება. ამჟამად დედაქალაქში 2164“სამარშრუტო ტაქსი მოძრაობს.

ჯოხაძის მტკიცებით, თბილისელებს კომფორტული სამარშრუტო ტაქსები მოემსახურებიან და მგზავრობის ფასი არ გაიზრდება, ამასთან, ფეხზე დგომა და კუსტარული სკამებით მგზავრების გადაყვანა აიკრძალება.

ოპოზიციის მტკიცებით, ხელისუფლებამ სამარშრუტო ტაქსების მიმოსვლის მონოპოლიზებაც მოინდომა და სატენდერო პირობებით წვრილი მეწარმეებისთვის ეს ბიზნესი დაიხურება.