15 ექიმს ლიცენზია შეუჩერდა - კვირის პალიტრა

15 ექიმს ლიცენზია შეუჩერდა

საქართველოს შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭომ 15 ექიმს ლიცენზია შეუჩერა, 10-ს კი წერილობითი გაფრთხილება მისცა.

სულ საბჭომ 120 ექიმის საქმე განიხილა, რომლებზეც საჩივრები იყო შესული. საბჭოს გადაწყვეტილებით, თელავის ერთ-ერთი სტომატოლოგიური კლინიკის ექიმის საქმე პროკურატურას გადაეცა.