გაზეთი "ჯორჯიან თაიმსი" დაიხურა - კვირის პალიტრა

გაზეთი "ჯორჯიან თაიმსი" დაიხურა

გაზეთი "ჯორჯიან თაიმსი" დაიხურა. ამის მიზეზად გაზეთის მთავარმა რედაქტორმა ნანა გაგუამ მისი ოჯახის გარშემო განვითარებული მოვლენები დაასახელა.

მისი თქმით, გაზეთის დახურვის ერთ-ერთი მიზეზი იდეოლოგიური პრობლემებიც არის, საჭირო გახდა ფინანსური და მარკეტინგული რეორგანიზაციაც.

გაზეთ "ჯორჯიან თაიმსის" დამფუძნებელი და რედაქტორ ნანა გაგუას მეუღლე მალხაზ გულაშვილი შვილთან ერთად ამჟამად თავს რუსეთს აფარებს.

იგი საქართველოში საზღვრის უკანონო გადაკვეთისათვის იძებნება. გულაშვილმა საქართველო რამდენიმე თვის წინ ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში მომხდარი ინციდენტის მერე დატოვა.