ლონდონში "ვიკილიკსის" დამფუძნებელი დააკავეს - კვირის პალიტრა

ლონდონში "ვიკილიკსის" დამფუძნებელი დააკავეს

სკოტლანდ-იარდმა შვედეთის პროკურატურის მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე სკანდალური საიტ "ვიკილიკსის" დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი დააკავა.

ჯულიან ასანჟს შვედეთის პროკურატურა და ინტერპოლი რამდენიმე ბრალდების გამო ეძებდა, მათ შორის - სექსუალური ძალადობისთვისაც. მისი გადაცემა აშშ-მაც მოითხოვა, სადაც მას, სავარაუდოდ, ჯაშუშობის მუხლით გაასამართლებენ.

ამ ფაქტს ჰაკერების აღშფოთება მოჰყვა. მათ ასანჟის დასახმარებლად 700 ათას ევროზე მეტი შეაგროვეს და პარალელურად სამთავრობო საიტების დაბომბვა დაიწყეს. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კი ჟურნალისტებს ურჩია, ასანჟის ნობელის პრემიაზე წარდგენა მოითხოვონ.