მოსკოვში შეტაკებაშიათამდე კაცი დაშავდა - კვირის პალიტრა

მოსკოვში შეტაკებაშიათამდე კაცი დაშავდა

მოსკოვში საფეხბურთო კლუბ "სპარტაკის" გულშემატკივრებსა და მილიციას შორის შეტაკებაში ათამდე კაცი დაშავდა, რამდენიმე ათეული კი სამართალდამცავებმა დააკავეს.

მანეჟის მოედანზე "სპარტაკის"ათასზე მეტმა გულშემატკივარმა მოიყარა თავი. ისინი ერთ-ერთი გულშემატკივრის, ეგორ სვირიდოვის ხსოვნას მიაგებდნენ პატივს, რომელიც კავკასიელებთან ჩხუბში დაიღუპა. აქციაში ნაციონალისტური ორგანიზაციების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

"სპარტაკის" გულშემატკივრები თავს დაესხნენ სამ კავკასიელს, სასტიკად სცემეს, შემდეგ კი დაზარალებულების წასაყვანად მისული სასწრაფო დახმარების მანქანა დალეწეს.