საგარეო უწყებამ თედო ჯაფარიძეს "მეცნიერული ბექგრაუნდი" დაუწუნა - კვირის პალიტრა

საგარეო უწყებამ თედო ჯაფარიძეს "მეცნიერული ბექგრაუნდი" დაუწუნა

შავი ზღვის საერთაშორისო კვლევის ცენტრის თანათავმჯდომარის თანამდებობაზე თედო ჯაფარიძის კანდიდატურას საგარეო საქმეთა სამინისტრო მხარს არ უჭერს.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა, ეს არის ალტერნატიული დირექტორის თანამდებობა, რომელზეც პირები როტაციის წესით სამი წლით ინიშნებიან. ეს თანამდებობა თედო ჯაფარიძეს ეკავა, ახლა კი მთავრობა მის ხელმეორედ დანიშვნას მიზანშეუწონლად მიიჩნევს.

ამის მიზეზი სათანადო„"მეცნიერული ბექგრაუნდის" უქონლობაა. კალანდაძის თქმით, საქართველომ ამ თანამდებობაზე  დაასახელა დანიაში საქართველოს ელჩი დავით კერესელიძე, რომელსაც შესაბამისი მეცნიერული და დიპლომატიური გამოცდილება  აქვს. ამიტომ ოფიციალურ თბილისს მისი კანდიდატურის განხილვა მიზანშეწონილად მიაჩნია.