ვაშაძის მოადგილედ ვაშაკიძე დაინიშნა - კვირის პალიტრა

ვაშაძის მოადგილედ ვაშაკიძე დაინიშნა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი  მოადგილის თანამდებობა ნიკოლოზ ვაშაკიძემ დაიკავა. თავის დროზე, ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე,

ბოლოს კი თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო.

ნიკოლოზ ვაშაკიძემ შეცვალა გიორგი ბოკერია, რომელიც რამდენიმე ხნის წინ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად დაინიშნა. რაც შეეხება საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილე ალექსანდრე ნალბანდოვს, მისი შემცვლელის კანდიდატურაზე ჯერჯერობით კონსულტაციები მიმდინარეობს.

მინისტრის ახალი მოადგილე, სავარაუდოდ, საგარეო უწყების წარმომადგენელი იქნება. ალექსანდრე ნალბანდოვი  სლოვენიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა.