რუსეთმა ცხინვალთან "სმერჩები" განალაგა - კვირის პალიტრა

რუსეთმა ცხინვალთან "სმერჩები" განალაგა

რუსეთმა ცხინვალთან "სმერჩის" ტიპის რეაქტიული საარტილერიო ზალპური დანადგარები განალაგა. ოფიციალურმა თბილისმა ეს საქართველოს სამშვიდობო

ინიციატივებზე პასუხად შეაფასა, რუსულმა მხარემ კი ეს ფაქტი ცხინვალში განლაგებული რუსული სამხედრო ბაზის თავდაცვისუნარიანობის გაზრდის საჭიროებით ახსნა. თუმცა, ექსპერტების თქმით, "სმერჩი" შეტევითი იარაღია და რუსეთი თბილისის დაშანტაჟებას ცდილობს.