სააკაშვილმა ელექტრომობილი გამოცადა - კვირის პალიტრა

სააკაშვილმა ელექტრომობილი გამოცადა

მექსიკაში ვიზიტით მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა "ნისანის" მარკის ელექტრომანქანა პირადად გამოცადა. ტესტდრაივს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

ვერა ქობალია და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძეც ესწრებოდნენ.

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, უახლოეს მომავალში საქართველოს საავტომობილო პარკი ელექტრომობილებით შეივსება, რაც საწვავის მოხმარებასა და გამონაბოლქვს შეამცირებს.

პრეზიდენტის აზრით, ეკონომიკური ვითარების გამო ხალხს საშუალება არა აქვს, ერთბაშად ახალი მანქანები შეიძინოს, თუმცა მატერიალური პირობების გაუმჯობესებასთან ერთად თვითონ გადაწყვეტენ ელექტრომანქანებზე გადასვლას.