რუსეთმა საქართველო პროვოკაციაში დაადანაშაულა - კვირის პალიტრა

რუსეთმა საქართველო პროვოკაციაში დაადანაშაულა

რუსეთის საგარეო უწყება საქართველოში ტერაქტის ბრალდებით დაკავებული ექვსი პირის საქმეს გამოეხმაურა და მომხდარს ოფიციალური თბილისის პროვოკაცია უწოდა.

"აშკარა შოუ, ოფიციალური თბილისის მიერ დადგმული, რომელიც საღად მოაზროვნე ადამიანებში ღიმილს გამოიწვევდა, რომ არა ასაკოვანი ქალბატონის დაღუპვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია. ეს ქართული სპეცსამსახურების არაპროფესიონალიზმზე მიუთითებს. მსოფლიოში უკვე შეეჩვივნენ საქართველოს დედაქალაქიდან გაგზავნილ შეტყობინებებს სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით“რუსი ოკუპანტების მცდელობების შესახებ.

ეს ისტორიები სულ უფრო ნაკლებად სარწმუნო ხდება", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში. რუსეთის საგარეო უწყების შეფასებით, სააკაშვილის რეჟიმის უკანასკნელი გამონაგონი განსაკუთრებით პროვოკაციულია და ის ჟენევის მოლაპარაკებების წინ მის წარმატებულ ლიდერად წარმოჩენას ემსახურება.