მედვედევმა საქართველოს დსთ წამოაძახა - კვირის პალიტრა

მედვედევმა საქართველოს დსთ წამოაძახა

რუსეთის პრეზიდენტის დმიტრი მედვედევის აზრით, საქართველომ დსთ-ის დატოვებით ბევრი რამ დაკარგა.

როგორც მედვედევმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოს დსთ-ის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობის საშუალება არა აქვს და ამან ქვეყანაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა. რუსეთის პირველი პირის მტკიცებით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს დსთ-ის ეფექტურობას.

საქართველომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა 2009 წლის აგვისტოში ოფიციალურად დატოვა, თუმცა 75 საერთაშორისო ხელშეკრულების ფორმატში დარჩა.