ილია მეორემ საზოგადოება გააფრთხილა - კვირის პალიტრა

ილია მეორემ საზოგადოება გააფრთხილა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ქადაგებისას ბრძანა, რომ ჟურნალისტ დავით პაიჭაძის გადაცემა“"დიალოგი" ცუდზე უარესი იყო და ის ეკლესიისა და ხელისუფლების წინააღმდეგაა მიმართული.

"რასაც გადაცემის მსვლელობის დროს ლაპარაკობდნენ ეკლესიის, წმინდა სინოდისა და პატრიარქის წინააღმდეგ, არის უდიდესი ცოდვა ღვთის წინაშე"," - ბრძანა პატრიარქმა.

უწმინდესმა ქადაგების დროს ახსენა თეოლოგი ბექა მინდიაშვილი და აღნიშნა, რომ მინდიაშვილი ერთი პერიოდი სემინარიაში სწავლობდა, თუმცა, პატრიარქის თქმით, მის (პატრიარქის) დროსაც სწავლობდნენ სემინარიაში ისეთი სტუდენტები, რომლებიც სპეციალურად იყვნენ მიგზავნილები ეკლესიაში განხეთქილების შესატანად.

"ადამიანებმა, რომლებიც აკრიტიკებენ ჩვენს სარწმუნოებას, თავის გულში ჩაიხედონ და ნახავენ, რომ იქ ბევრი ჭუჭყია", - ბრძანა უწმინდესმა. მისივე თქმით, უკვე რამდენჯერმე იყო ეკლესიის წინააღმდეგ განცხადებების გაკეთების მცდელობა, რაც საშიშია ხელისუფლებისთვის, საზოგადოებისა და ეკლესიისთვის.

"ძალიან მაფიქრებს, რომ ეს გადაცემა იყო პირველი არხით, ესე იგი სახელმწიფო არხით. თუ ეს ხელისუფლების დავალებითაა, მთლად უარესი. ასე მოგვილოცეს მათ ბარბარობა. გადაცემაში გიგა ზედანიამ მოიყვანა ციტატა მარქსისა, რომ რელიგია ხალხის ოპიუმია. რაღა დროს ოპიუმია, რაღა დროს მარქსის ციტირებაა?", - აღნიშნა პატრიარქმა.