პარლამენტთან დევნილებმა მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს - კვირის პალიტრა

პარლამენტთან დევნილებმა მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს

პარლამენტთან დევნილებმა მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ხელისუფლებისგან მოითხოვდნენ, რომ შეწყდეს მათი გამოსახლების პროცესი.

ამჯერად დევნილებს 30-მდე ობიექტის დაცლა მოუწევთ. თავად დევნილები დეკემბრის ბოლოს მათი გამოსახლების დაწყებას იმას უკავშირებენ, რომ უცხოელი დიპლომატები საშობაო არდადეგებზე სამშობლოში წავიდნენ და მათთვის ხმის მიწვდენა შეუძლებელი იქნება.

აქციის მონაწილეებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი შეხვდა. ცისკარიშვილის თქმით, მას კობა სუბელიანის უწყება არწმუნებდა, რომ დევნილთა განსახლების პროცესი წარმატებით მიმდინარეობდა. ცისკარიშვილი დევნილებს სიტუაციაში გარკვევას დაჰპირდა.