დიდოელ ლეკებს საქართველოს იურისდიქციაში შესვლა სურთ - კვირის პალიტრა

დიდოელ ლეკებს საქართველოს იურისდიქციაში შესვლა სურთ

დიდოელმა ლეკებმა თავიანთი უფლებების დასაცავად  საქართველოს პარლამენტს მიმართეს. მათი ერთ-ერთი წარმომადგენელი პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ნუგზარ წიკლაურს შეხვდა. დეპუტატს 15000-მდე დიდოელი ლეკის თხოვნა გადაეცა.

როგორც ისინი აცხადებენ, მათი უფლებები რუსეთის ფედერაციაში უხეშად ირღვევა და მათ ენასა და კულტურას საფრთხე ემუქრება. დიდოელმა ლეკებმა საქართველოს იურისდიქციაში შესვლის სურვილიც გამოთქვეს.

ნუგზარ წიკლაური მათ საერთაშორისო ორგანიზაციებთან შუამდგომლობას დაჰპირდა. დეპუტატმა აქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საზღვრის გადახედვა შეუძლებელი და დაუშვებელია. დიდოელი ლეკების რაოდენობა 40000-მდეა. ისინი დაღესტნის ტერიტორიაზე ცხოვრობენ.