სატყეო დეპარტამენტის თავმჯდომარე დააკავეს - კვირის პალიტრა

სატყეო დეპარტამენტის თავმჯდომარე დააკავეს

მთავარმა პროკურატურამ და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა ქრთამის აღებისა და უკანონო ლეგალიზაციისთვის გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო

სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა ხაჩიძე და ამავე სააგენტოს გეოინფორმაციული სამსახურის უფროსი გიორგი ბაღათურია დააკავა.

სამართალდამცავი უწყებების ინფორმაციით, ხაჩიძემ და ბაღათურიამ შექმნეს ფირმები, რომლებიც მათი მეგობრების სახელზე იყო გაფორმებული და სამსახურებრივი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, ლიცენზიებს  უკანონო გზით საკუთარ კომპანიებს აძლევდნენ.

აღნიშნულმა ფირმებმა სამინისტროს მიერ გამოყოფილი თანხიდან 210 000 ლარი მიიღეს. სწორედ აღნიშნული ფირმები გახდნენ მონოპოლისტები ხე-ტყის ინვენტარიზაციის პროცესში (ვრცლად იხ. გვ. 11).