იულია ტიმოშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს - კვირის პალიტრა

იულია ტიმოშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ყოფილი პრემიერის, იულია ტიმოშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. იგი ეჭვმიტანილია ფინანსურ

მაქინაციებში. ტიმოშენკო პროკურატურაში უკვე დაჰკითხეს და ქვეყნიდან გაუსვლელობის ხელწერილით გაათავისუფლეს.

ამას უკრაინის უმაღლეს რადაში არეულობა მოჰყვა. ტიმოშენკოს მხარდამჭერებმა ტრიბუნისა და პრეზიდიუმის ოკუპირება შეძლეს. თუმცა პარტია "რეგიონების" წარმომადგენლებმა კარი შეამტვრიეს და პრეზიდიუმის გათავისუფლება სცადეს. ამან ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა, დეპუტატები ისვროდნენ სკამებს, პულტებს და მობილურ ტელეფონებს. 5 დეპუტატი საავადმყოფოში გადაიყვანეს.