რიჩარდ ჰოლბრუკი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

რიჩარდ ჰოლბრუკი გარდაიცვალა

69 წლის ასაკში გარდაიცვალა აშშ-ის საგანგებო წარმომადგენელი ავღანეთსა და პაკისტანში რიჩარდ ჰოლბრუკი.

აშშ-ს სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველომაც მიუსამძიმრა.

"საქართველომ მისი სახით დაკარგა ერთგული მეგობარი, რომელსაც მტკიცედ სწამდა ჩვენი ახალგაზრდა დემოკრატიის წარმატების და ჩვენი ქვეყნისათვის უმძიმეს წუთებში ქართველი ხალხის გვერდით იდგა.

ჩვენ განსაკუთრებით მადლიერნი ვართ იმ წვლილისათვის, რომელიც რიჩარდ ჰოლბრუკმა შეიტანა აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისა და საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის განმტკიცების საქმეში", - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.