ჯულიან ასანჟი გირაოთი გაათავისუფლეს - კვირის პალიტრა

ჯულიან ასანჟი გირაოთი გაათავისუფლეს

"ვიკილიკსის" დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი ლონდონის ვესEტმინსტერის სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა.

ჯულიან ასანჟი დიდ ბრიტანეთში შვედეთის ხელისუფლების მოთხოვნით დააკავეს. მას ამ ქვეყანაში გაუპატიურებაში ადანაშაულებენ.

ასანჟის გადაცემას აშშ-ც ითხოვს, სადაც "ვიკილიკსის" შეფი ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. ლონდონის სასამართლომ ასანჟი იმ პირობით გაათავისუფლა, რომ ის 11 იანვარს დანიშნულ სასამართლოს დაესწრება.