არასამთავრობოები ხათუნა კალმახელიძის გადადგომას მოითხოვენ - კვირის პალიტრა

არასამთავრობოები ხათუნა კალმახელიძის გადადგომას მოითხოვენ

ორგანიზაცია "მამული, ენა, სარწმუნოება" და მოძრაობა "არა" სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ დახმარების საკითხთა მინისტრ ხათუნა კალმახელიძის თანამდებობიდან გადადგომასა და პატიმარ თამაზ დადვანის დაღუპვის მიზეზების გამოძიებას მოითხოვენ.

ორგანიზაცია„"მამული, ენა, სარწმუნოების" თანადამფუძნებელ ლადო სადღობელაშვილის თქმით, 23 წლის თამაზ დადვანი გლდანის ციხეში ბადრაგმა სცემა, იგი ციხის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ 2 დეკემბერს  გარდაიცვალა.

როგორც მოძრაობა "არას" წევრი თინათინ ნიბლოშვილი აცხადებს, თუ არ დაიწყება თამაზ დადვანის მკვლელობის გამოძიება,  საპროტესტო აქციები გაგრძელდება.

23 წლის თამაზ დადვანი გლდანის ციხეში  ყაჩაღობისა და ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით იხდიდა სასჯელს. ექსპერტიზამ პატიმრის გარდაცვალების მიზეზად ტუბერკულოზი დაასახელა.