თბილისის რამდენიმე ქუჩას სახელი შეეცვალა - კვირის პალიტრა

თბილისის რამდენიმე ქუჩას სახელი შეეცვალა

დედაქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ისანი-სამგორის რაიონში მდებარე ბაღდათის ქუჩას რიჩარდ ჰოლბრუკის, ხოლო დაბა წყნეთში დიდგორის რაიონის იოსებ სტალინის ქუჩასა და შესახვევს დიმიტრი ამილახვრის  სახელი მიენიჭა.

საკრებულოს გადაწყვეტილებით, გლდანი-ნაძალადევის რაიონში, ე.წ. ბერთუბნის დასახლებაში, ერთ-ერთ უსახელო ქუჩას ბერთუბანი დაერქვა.

ვაკე-საბურთალოს რაიონში მდებარე საირმის ქუჩას ეს სახელწოდება ოფიციალურად დაუმტკიცდა.