173-ე სკოლაში დარღვევები აღმოჩნდა - კვირის პალიტრა

173-ე სკოლაში დარღვევები აღმოჩნდა

განათლების სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ 173-ე საჯარო სკოლაში დარღვევები აღმოაჩინა.კერძოდ, შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელ ირაკლი ანდრიაძის განცხადებით, სკოლის ადმინისტრაცია უკანონო საქმიანობას ეწეოდა და ყალბდებოდა ფინანსური დოკუმენტაცია.

ადმინისტრაციამ სკოლას 12.911 ლარის ფინანსური ზარალი მიაყენა, პედაგოგებს აკლდებოდათ ხელფასები, ყალბდებოდა ვაუჩერები და ატესტატები. გამოვლინდა ინვენტარის მნიშვნელოვანი დანაკლისი. განათლების სამინისტრომ მასალები პროკურატურას გადაუგზავნა.

შეგახსენებთ, რომ განათლების სამინისტროს მიერ 173-ე სკოლის დირექტორ მზია გიორგობიანისა და რამდენიმე პედაგოგის თანამდებობიდან გათავისუფლებას მოსწავლეთა ნაწილის ბუნტი მოჰყვა. მინისტრი დიმიტრი შაშკინი სკოლაში მივიდა, მოსწავლეებს შეხვდა და ბავშვებს შეჰპირდა, რომ თუ გენერალური ინსპექცია დარღვევებს ვერ აღმოაჩენდა, დირექტორი და პედაგოგები სკოლას დაუბრუნდებოდნენ.