ვაკეში აფთიაქი დაცხრილეს - კვირის პალიტრა

ვაკეში აფთიაქი დაცხრილეს

30 წლის ბიძინა ჩაჩხიანმა ვაკეში, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე აფთიაქში ფსიქოტროპული პრეპარატის ურეცეპტოდ შეძენა მოისურვა. გამყიდველმა მას უარი უთხრა.

გაღიზიანებულმა ჩაჩხიანმა სახლიდან მამის სახელზე რეგისტრირებული"ტიგრის" შაშხანა აიღო და აფთიაქს ცეცხლი გაუხსნა. აფთიაქთან ერთად ტყვიები ერთ-ერთი ტურისტული სააგენტოს ოფისსაც მოხვდა. ინციდენტისას არავინ დაშავებულა. პოლიციამ ჩაჩხიანი თავისივე სახლში დააკავა.