"ქინძმარაულის მარნის" დირექტორის მოადგილემ თავი მოიკლა - კვირის პალიტრა

"ქინძმარაულის მარნის" დირექტორის მოადგილემ თავი მოიკლა

ყვარლის "ქინძმარაულის მარნის" დირექტორის მოადგილემ, სოფელ გავაზში მცხოვრებმა 47 წლის არჩილ სესიაშვილმა თავი მოიკლა.

გავრცელებული ინფორმაციით, თვითმკვლელობის მიზეზი საგადასახადო ინსპექციის მიერ კომპანიაში აღმოჩენილი დარღვევები გახდა, რის გამოც კომპანია დააჯარიმეს.

ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს„"ქინძმარაულის მარნის" დირექტორი დიმიტრი ლებანიძე. მისი თქმით, საგადასახადო ინსპექციას კომპანიაში დარღვევები არ აღმოუჩენია და არც საწარმო დაუჯარიმებია.

ახლობლების თქმით, არჩილ სესიაშვილი გაწონასწორებული ადამიანი იყო და არც ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ჰქონია პრობლემები.