ხოდორკოვსკი დამნაშავედ ცნეს - კვირის პალიტრა

ხოდორკოვსკი დამნაშავედ ცნეს

მოსკოვის სასამართლომ "იუკოსის" ყოფილი ხელმძღვანელი მიხაილ ხოდორკოვსკი და ბანკ“"მენატეპის" ყოფილი მმართველი პლატონ ლებედევი დამნაშავედ ცნო ნავთობის მოპარვასა და სხვისი ქონების მითვისებაში.

მოსამართლე ვიქტორ დანილკინის თქმით, ხოდორკოვსკი და ლებედევი ოფშორულ ზონებში სისტემატურად არეგისტრირებდნენ ყალბ კომპანიებს და ამით თავს არიდებდნენ გადასახადების გადახდას.

ხოდორკოვსკისა და ლებედევის ადვოკატები ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.

მოსკოვის სასამართლოს გადაწყვეტილებამ აშშ-ისა და წამყვანი დასავლური ქვეყნების აღშფოთება გამოიწვია. მათი აზრით, რუსეთმა საკუთარ იმიჯს უმძიმესი დარტყმა მიაყენა. ხოდორკოვსკი პრემიერ პუტინის პირად პატიმრად მიიჩნევა.