კახა ბექაური გადადგა - კვირის პალიტრა

კახა ბექაური გადადგა

ტელეკომპანია"მაესტროს" გენერალურმა დირექტორმა კახა ბექაურმა თანამდებობა დატოვა. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი ის იყო, რომ "მაესტროს" დამფუძნებლებს შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავლის მოძებნა გაადვილებოდათ.

მანამდე ბექაურმა“"მაესტროს" მმართველი კომპანიის ხელმძღვანელი ეროსი კიწმარიშვილი, რომელიც ამავდროულად "ქართული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერია, ტელეკომპანიაში თავისი პოლიტიკური ინტერესების განხორციელების მცდელობაში დაადანაშაულა, - "კიწმარიშვილი სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას ცდილობდა და როდესაც ეს არ გამოუვიდა, "მაესტროს" დაფინანსების ყველა წყარო გადაუკეტა".

ბექაურის გადადგომის შემდეგ,“"მაესტროს" დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა კიწმარიშვილს ტელეკომპანიასთან კონტრაქტის გასაწყვეტად 10-დღიანი ვადა მისცა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ღლონტი იურიდიული ბერკეტების ამოქმედებით იმუქრება.

ეროსი კიწმარიშვილმა საპასუხოდ განაცხადა, რომ“არასოდეს უცდია "მაესტროს" სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა და ბექაურმა ცუდი სიზმარი ნახა.