თსუ-ს ახალი რექტორი ჰყავს - კვირის პალიტრა

თსუ-ს ახალი რექტორი ჰყავს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად ალექსანდრე კვიტაშვილი სამეურვეო საბჭოს 12-მა წევრმა ერთხმად აირჩია,

დანარჩენმა 6-მა კანდიდატმა ხმები ვერ მიიღო.

ახალი რექტორის განცხადებით, მას უზარმაზარი პასუხისმგებლობა დაეკისრა. მისი პრიორიტეტები უნივერსიტეტის ფინანსური გაძლიერება და მეცნიერების განვითარება იქნება.

კვიტაშვილი უნივერსიტეტს 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.