ლავროვი მოგვეფერა - კვირის პალიტრა

ლავროვი მოგვეფერა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი იმედოვნებს, რომ საქართველოს ისეთი ლიდერი ეყოლება, რომლისთვისაც სახელმწიფოს ინტერესები ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება და მეზობლებთანაც გამონახავს საერთო ენას.

ლავროვმა ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, მოსკოვი“მეგობარი ქართველი ხალხის მდგომარეობის შემსუბუქებას ცდილობსო. მაგალითად კი ლარსის პუნქტის გახსნა და ავიამიმოსვლის აღდგენა დაასახელა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის ინიციატორი საქართველო იყო.