რესპუბლიკელი "ქართულ პარტიაში" გადავიდა - კვირის პალიტრა

რესპუბლიკელი "ქართულ პარტიაში" გადავიდა

“რესპუბლიკური პარტიის წევრი სოფიო ხორგუანი "ქართულ პარტიაში" გადავიდა.

ხორგუანის თქმით, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც”ქართული პარტიის" ლიდერ სოზარ სუბარის ძმა, ვახტანგ სუბელიანი უკანონოდ დააპატიმრეს და ამ პარტიის წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანია დაიწყო.

მას არ შეეძლო, ამ მძიმე მომენტში მეგობრის გვერდით არ დამდგარიყო. სოფიო ხორგუანი წლების განმავლობაში სახალხო დამცველ სოზარ სუბარის მოადგილე იყო.