"აზერბაიჯანისთვის ტერიტორიების დათმობას არ ვაპირებთ" - კვირის პალიტრა

"აზერბაიჯანისთვის ტერიტორიების დათმობას არ ვაპირებთ"

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძის მტკიცებით, ქართული მხარე აზერბაიჯანისთვის ტერიტორიის დათმობას არ აპირებს. საზღვრის დემარკაციის

პროცესში მხარეებმა რამდენიმე მონაკვეთზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და მუშაობა გრძელდება. დემარკაციის პროცესი ფაქიზი თემაა და კომენტარები წინასწარ არ უნდა გაკეთდეს.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველო აზერბაიჯანს დავითგარეჯის გარკვეული მონაკვეთის სანაცვლოდ სოფელ ერისიმედს სთავაზობს, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება - ქართული მხარე მხოლოდ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს.