საქართველო აზერბაიჯანულ გაზს 2020 წლამდე მიიღებს - კვირის პალიტრა

საქართველო აზერბაიჯანულ გაზს 2020 წლამდე მიიღებს

საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიას შორის ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ ახალი ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც საქართველოსთვის გაზის 2020 წლამდე უწყვეტად მიწოდებას ითვალისწინებს.

ენერგეტიკის მინისტრ ალეკო ხეთაგურის განცხადებით, აღნიშნული ხელშეკრულება არის გარანტი, რომ საქართველო 2020 წლამდე გაზით უწყვეტად და საიმედოდ მომარაგდება. მინისტრის განცხადებით, ფასები დარეგულირდება და 2020 წლამდე არსებული სამომხმარებლო ფასი სრულად შენარჩუნდება.