"ეროვნული ფორუმი" სახალხო კრებას დროებით გამოეთიშა - კვირის პალიტრა

"ეროვნული ფორუმი" სახალხო კრებას დროებით გამოეთიშა

"ეროვნული ფორუმის" ცნობით, მისმა წარმომადგენლებმა კრების მიერ არჩეულ ორგანოებში თავიანთი უფლებამოსილება შეაჩერეს. კახა შარტავას პარტია ამის მიზეზად "სახალხო კრების" პოლიტიკისგან გამიჯვნის აუცილებლობას ასახელებს.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, "სახალხო კრების" მიერ შთამბეჭდავი ლეგიტიმაციით მიღებული გადაწყვეტილებები არის ბოლო დროის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში და ამას მის წინააღმდეგ წარმოებული კამპანიაც ცხადყოფს, მაგრამ“მათ მიაჩნიათ, რომ კრება არ უნდა გადაიქცეს პოლიტიკური ბატალიების ასპარეზად.

ფორუმის  განცხადებით, "სახალხო კრების" იდეა და გადაწყვეტილებათა აღსრულების პროცესი პოლიტიკურ ინტერესთა შეხლა-შემოხლას, კონკურენციას არ უნდა შეეწიროს მსხვერპლად.

"ეროვნული ფორუმი" კრებასთან მუშაობას პარტიულ ფორმატში განაგრძობს.

ფორუმელების განცხადებით, მათი თანამშრომლობა აგებული იქნება მხოლოდ ერთ პრინციპზე: ხელი შეუწყონ და არ შეუშალონ.