ნაზარბაევს პრეზიდენტობა მოჰბეზრდა - კვირის პალიტრა

ნაზარბაევს პრეზიდენტობა მოჰბეზრდა

ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა უარი თქვა პარლამენტის წინადადებაზე, რომლის მიხედვითაც, ნაზარბაევისთვის 2020 წლამდე საპრეზიდენტო

უფლებამოსილების გახანგრძლივების თაობაზე რეფერენდუმი უნდა ჩატარებულიყო.

რეფერენდუმის ჩატარების მომხრეებმა 2,5 მილიონი ხელმოწერა უკვე შეაგროვეს. ნაზარბაევის უარის მიუხედავად, მისი მომხრეები არ ნებდებიან და ხელმოწერების შეგროვებას განაგრძობენ. აღსანიშნავია, რომ 1995 წელს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად ნურსულთან ნაზარბაევს უფლებამოსილება ოთხი წლით გაუხანგრძლივეს.