ნემცოვის გამო მოსკოვსა და ვაშინგტონს ურთიერთობა დაეძაბათ - კვირის პალიტრა

ნემცოვის გამო მოსკოვსა და ვაშინგტონს ურთიერთობა დაეძაბათ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ბორის ნემცოვის დაკავების გამო. სახელმწიფო დეპარტამენტის

წარმომადგენლების აზრით, ოპოზიციონერების დაკავება ეწინააღმდეგება რუსეთისა და აშშ-ის საერთო ინტერესებს და არ თავსდება "მოდერნიზაციის სტიმულირების" ფარგლებში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას რუსული მხარის აღშფოთება მოჰყვა. ოფიციალურმა მოსკოვმა ვაშინგტონს საშინაო საქმეებში ჩარევა დააბრალა და გადატვირთვის პოლიტიკის ეფექტურობა ეჭვქვეშ დააყენა. ნემცოვი და ოპოზიციის სხვა ლიდერები: ილია იაშინი, კონსტანტინ კოსიაკინი და ედუარდ ლიმონოვი 2010 წლის 31 დეკემბერს დააკავეს.