ტუსკმა კაჩინსკის დაღუპვაში რუსები დაადანაშაულა - კვირის პალიტრა

ტუსკმა კაჩინსკის დაღუპვაში რუსები დაადანაშაულა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა სმოლენსკში 2010 წლის აპრილს მომხდარ ავიაკატასტროფაში რუსი დისპეტჩერები დაადანაშაულა.

ტუსკის მტკიცებით, სმოლენსკის "სევერნის" აეროდრომის დისპეტჩერს პოლონური "ტუ-154"-ისთვის დაშვების ნებართვა რომ არ მიეცა, კატასტროფა არ მოხდებოდა.

ტუსკი არ ენდობა რუსული მხარის დასკვნას, რომლის მიხედვითაც, სმოლენსკთან მომხდარ ავიაკატასტროფაში პილოტები არიან დამნაშავე.

2010 წლის 10 აპრილს სმოლენსკთან კატასტროფა განიცადა პოლონეთის პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავმა. კატასტროფისას დაიღუპნენ პრეზიდენტი, პირველი ლედი და პოლონეთის პოლიტიკური ელიტის ნაწილი.