ირანის შაჰის შვილმა თავი მოიკლა
აშშ-ში ირანის დამხობილი შაჰის ვაჟმა ალი-რეზა ფეჰლევიმ თავი მოიკლა.
ფეჰლევის ბოლო წლებში დეპრესია ტანჯავდა. ხანგრძლივმა მკურნალობამ ნაყოფი არ გამოიღო და 44 წლის ალი-რეზა ფეჰლევიმ იარაღით თავი მოიკლა.
მამამისი, მოჰამედ-რეზა ფეჰლევი, 1979 წელს დაამხეს და შაჰის ოჯახი დევნილად იქცა. შაჰი 1980 წელს, ეგვიპტეში დაიღუპა, ალი-რეზას და კი 2001 წელს ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროში მკვდარი იპოვეს. ალი-რეზა ფეჰლევის ჰარვარდისა და კოლუმბიის უნივერსიტეტები ჰქონდა დამთავრებული.