ევრობანკი საქართველოს 20 მილიონ ევროს გამოუყოფს - კვირის პალიტრა

ევრობანკი საქართველოს 20 მილიონ ევროს გამოუყოფს

ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს გამოუყოფს 20 მილიონ ევროს, რომელიც "ენგურჰესისა" და "ვარდნილჰესის" რეაბილიტაციას მოხმარდება.

"ენგურჰესის" ხუთი აგრეგატიდან ორის რეაბილიტაცია განხორციელდება, შეკეთდება "ვარდნილჰესის" წყალსადენიც.

ევროპის საინვესტიციო ბანკის გარდა, "ენგურჰესისა" და "ვარდნილჰესის" რეაბილიტაციისთვის დამატებით 20 მილიონ ევროს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი გამოყოფს. ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის საინვესტიციო ფონდი კი პროექტს 5 მილიონი ევროთი დააფინანსებს.