ზაზა ჩაკვეტაძე გაათავისუფლეს - კვირის პალიტრა

ზაზა ჩაკვეტაძე გაათავისუფლეს

"ეროვნული ფორუმის" წევრმა ზაზა ჩაკვეტაძემ პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა და ის სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს.

ჩაკვეტაძემ 2000-ლარიანი ჯარიმა გადაიხადა. გარდა ამისა, მას სასამართლომ ერთწლიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯა.

სასამართლომ "ეროვნული ფორუმის" წევრი დამნაშავედ ცნო პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში. ჩაკვეტაძე 2010 წლის 21 ოქტომბერს, ლილოს ბაზარზე მომხდარი ინციდენტისას დააკავეს.