გაზმა კიდევ ერთი მოქალაქე იმსხვერპლა - კვირის პალიტრა

გაზმა კიდევ ერთი მოქალაქე იმსხვერპლა

თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონში, ზვარეთის ქუჩის #10-ში ქირით მცხოვრები 58 წლის თენგიზ რომანენკო გაზის გამათბობლიდან ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო გაიგუდა.

სავარაუდოდ, უბედური შემთხვევა დღისით მოხდა, რადგან რომანენკოს ცხედარი სამუშაო მაგიდასთან აღმოაჩინეს - მის მაგიდაზე სამშენებლო ნახაზები იყო.

თენგიზ რომანენკო ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში ინჟინრად მუშაობდა.