ქართული "911" - კვირის პალიტრა

ქართული "911"

საგანგებო სიტუაციათა და სასწრაფო დახმარების სამსახურები გაერთიანდნენ. მათ ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ჩამოყალიბდა.

გაერთიანებული სამსახურის ერთიანი მართვის ცენტრი ექვსი თვის შემდეგ ჩამოყალიბდება. ცენტრის შენობის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს. ახალ სააგენტოს თემურ გიორგაძე უხელმძღვანელებს.

ამ ეტაპზე საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ერთიანი ადმინისტრაციის შენობა კვლავ საბურთალოს ქუჩაზე იქნება. ჯერ შერჩეული არ არის ახალი სააგენტოს სატელეფონო ინდექსი. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ის "911" იქნება. მანამდე კი მოქალაქეებმა, საჭიროებისამებრ, ან 011-ზე, ან 033-ზე უნდა დარეკონ.

სააგენტოს ბიუჯეტი 21 მილიონი ლარია.