მარტვილში ორთავიანი ხბო დაიბადა - კვირის პალიტრა

მარტვილში ორთავიანი ხბო დაიბადა

მარტვილის რაიონის სოფელ აბედათში ორთავიანი ხბო დაიბადა. მას სამი ყური და ოთხი თვალი აქვს, ორივე პირს ამოძრავებს და ოთხივე თვალით იყურება. ხბოს "ოთხთვალა სამყურაშვილი" შეარქვეს.

შემთხვევა ჯღარკავების ოჯახში მოხდა. დედამ ანომალიური ხბო დაბადებისთანავე მიატოვა და მას საწოვარათი კვებავენ. საქართველოში მსგავსი შემთხვევა პირველი არ არის. მეცნიერები ასეთ მოვლენებს რადიაციული ფონის გაზრდით ხსნიან.