"აფხაზეთი ყოველთვის იყო საქართველოს განუყოფელი ნაწილი" - კვირის პალიტრა

"აფხაზეთი ყოველთვის იყო საქართველოს განუყოფელი ნაწილი"

"აფხაზეთი ყოველთვის იყო საქართველოს განუყოფელი ნაწილი", -  ბრძანა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია II-მ საშობაო ეპისტოლეში.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 2010 წლის 21 დეკემბერს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრად დაადგინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.

"ეს არის ისტორიული რეალობის საჯაროდ კიდევ ერთხელ განცხადება და თქმა იმისა, რომ აფხაზეთი ყოველთვის იყო საქართველოს განუყოფელი ნაწილი, ხოლო აფხაზეთის მოსახლეობა - საქართველოს ეკლესიის სულიერი შვილები, რასაც მოწმობს წერილობითი წყაროები და აქ აღმართული უძველესი ტაძრები. იგივე ითქმის ცხინვალის რეგიონის შესახებაც", - ბრძანა პატრიარქმა.