"მილენიუმი " საქართველოს დამატებით ტრანშს გამოუყოფს - კვირის პალიტრა

"მილენიუმი " საქართველოს დამატებით ტრანშს გამოუყოფს

5 იანვარს ვაშინგტონში გაიმართა "ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის" ბორდის სხდომა, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი თავმჯდომარეობდა.

სხდომაზე გადაწყდა, რომ ფინანსურ დახმარებას საქართველო და განა მიიღებენ. სხვათა შორის, საქართველოს მთავრობამ სულსწრაფობა გამოიჩინა და გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს საქართველო "მილენიუმისგან" 300 მილიონ დოლარს მიიღებს და თანხის ერთი ნაწილი ბათუმში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობას მოხმარდება.

საქართველოში აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი იძულებული შეიქნა, დაეზუსტებინა, რომ ჯერ ფინანსური დახმარების ოდენობა დადგენილი არ არის და დასაფინანსებელი პროექტების განსაზღვრა ორმხრივი მოლაპარაკების შედეგი იქნება.

საქართველომ "მილენიუმისგან" 395-მილიონდოლარიანი პირველი ტრანში რამდენიმე წლის წინ მიიღო.