რუსთავში მძღოლები გაიფიცნენ - კვირის პალიტრა

რუსთავში მძღოლები გაიფიცნენ

რუსთავი-თბილისის ხაზის სამარშრუტო ტაქსების მძღოლები გაიფიცნენ. მათი მთავარი მოთხოვნა მგზავრობის საფასურის გაზრდა იყო.

თბილისიდან რუსთავში ჩასვლა 1 ლარი ღირს, მძღოლებს კი ტარიფის გაზრდა 1,5 ლარამდე სურდათ. ამის მიზეზად ისინი საწვავის გაძვირებას ასახელებდნენ.

ხაზის მფლობელმა, "საქართველოს სატრანსპორტო კომპანიამ" უარი განაცხადა მძღოლების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. რამდენიმესაათიანი გაფიცვის შემდეგ მძღოლებმა მუშაობა განაახლეს.