ეფ-ეს-ბემ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილები დააკავა - კვირის პალიტრა

ეფ-ეს-ბემ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილები დააკავა

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა სამხრეთის სამხედრო ოლქის ერთ-ერთი ნაწილის უფროსი ლეიტენანტი დავით ალიევი და მისი დედა ირინა ალიევა დააკავეს.

ეფ-ეს-ბეს მტკიცებით, დედა-შვილი საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობდა: დავით ალიევი სამხრეთის ოლქის ჯარებზე ინფორმაციას აგროვებდა, დედამისი კი ამ ცნობების საქართველოში ჩამოტანას აპირებდა.

სახელმწიფო ღალატში ეჭვმიტანილ დედა-შვილს 12-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.