ტელეკომპანია "მაესტროს" ახალი ხელმძღვანელი ჰყავს - კვირის პალიტრა

ტელეკომპანია "მაესტროს" ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

ტელეკომპანია "მაესტროს" ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს. ამ თანამდებობაზე ტელეკომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ბაჩო კიკაბიძე დაინიშნა. ამასთანავე

მოგვარდა პრობლემები ეროსი კიწმარიშვილის "რუსთავის მედიის მართვის" კომპანიასთან. საკადრო ცვლილება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე განხორციელდა.

"მაესტროს" ჟურნალისტების სახელფასო დავალიანება ეტაპობრივად დაიფარება. ტელეკომპანიის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა კახა ბექაურმა თანამდებობა ეროსი კიწმარიშვილთან დაპირისპირების გამო დატოვა.