ბრაკონიერები Youtube-ს დახმარებით დააკავეს - კვირის პალიტრა

ბრაკონიერები Youtube-ს დახმარებით დააკავეს

ონელმა იასონ ბიძიშვილმა, გოჩა ბიჭაშვილმა, თამაზ ბიჭაშვილმა და ნესტორ გავაშელმა ჯიხვზე ნადირობა გადაწყვიტეს. გეკოთი და "კალაშნიკოვებით" შეიარაღებულებმა

კავკასიონის ქედზე 4 ჯიხვი მოკლეს. ნადირობის ამსახველი ვიდეომასალაც გადაიღეს და Youtube-ზე განათავსეს. ვიდეო გარემოს დაცვის საგამოძიებო დეპარტამენტში ნახეს, - აღმოჩნდა, რომ მოკლული ჯიხვები წითელ წიგნში არიან შეტანილი. ვაიმონადირეები დააკავეს და მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ბრაკონიერებისგან ამოიღეს ჯიხვის 6 რქა და დათვის ტყავი.