ბენზინიც გაძვირდება - კვირის პალიტრა

ბენზინიც გაძვირდება

გასულ კვირას საქართველოში დიზელის ფასი 5 თეთრით გაიზარდა. საწვავის დისტრიბუტორი კომპანიების ცნობით, ბენზინიც გაძვირდება, რადგან ვალუტის კურსი პირდაპირ კავშირშია საცალო ქსელში ბენზინის ფასებთან.

"ეს დოლარის ბიზნესია. საწვავის კოტირება აშშ-ში დოლარში ხდება და ჩვენც ინვოისი მხოლოდ დოლარში გვეწერება", - აღნიშნავენ საწვავის შემომტან კომპანიებში.

შეგახსენებთ, რომ ლარის კურსი დოლარის მიმართ პერმანენტულად ეცემა.